ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკას მერია სამედიცინო ტექნიკას შეუძენს

621

ქუთაისის მერიამ მეოთხე პოლიკლინიკისათვის სამედიცინო მოწყობილობის შესაძენად 16 060 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წინადადების მიღება 18 აპრილს მთავრდება. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ულტრაბგერითი ძვლის დენსიტომეტრის, ჰოლტერისა და სპირომეტრის აპარატების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს.

ასევე, ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა.