ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

587

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, კაპრეშუმში და სალიბაურში არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება აქტურად მიმდინარეობს.

მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეო-გრუპი“ აწარმოებს.

მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.