ოზურგეთში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდება

1337
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, დამატებით, 200-მდე სანაგვე ურნა შეიძინა. მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე განმარტავს, რომ ახალი ნაგვის ურნები ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება და ისინი ამორტიზებულ ბუნკერებს ჩაანაცვლებენ. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები კონსტრუქციულად დასუფთავების მანქანების შესაბამისია. ქალაქს სულ 4 ნაგავმზიდი ემსახურება.
დასუფთავების მანქანებს მყარი ნარჩენები ქალაქის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 2–ჯერ გააქვთ.