ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

663

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რამდენიმე დღეში გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მერია 1 500 000 ლარს დახარჯავს.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, სანიაღვრე არხები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და განხორციელდა ქუჩის ორმული შეკეთება.