ზუგდიდში “საუნჯემ” პორტალ Ichange.gov.ge-ს მოხმარების წესები ახალგზარდებს გააცნო

772

IChange.gov.ge-ს პორტალის მოხმარების წესები და პირობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ,,საუნეჯს” ოფისში ახალგაზრდებთან.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში 2012 წელს სახელმწიფომ 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმით აიღო მოქალაქის პორტალის შექმნის ვალდებულება, IChange.gov.ge. აღნიშნული ვალდებულება 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაშიც აისახა.

პეტიციის შექმნა მიზნად ისახავს საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების დაახლოების ხელშეწყობას. პორტალი სრულად ამოქმედდა და ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა 2017 წლის მაისში.

OGP მრავალმხრივი ინიციატივაა რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 

პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. OGP-ს 2011 წლიდან დღემდე 67 ქვეყანა შეუერთდა.
2017 წლის 1 ოქტომბერს კი, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა . საერთაშორისო პარტნიორობას საქართველო1 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ელექტრონული პეტიცია გულისხმობს IChange.gov.ge პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობისგან რეაგირების მოთხოვნას. ელექტრონული პეტიციის ინიცირების და მასზე ხელმოწერის უფლება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ხელმოწერით დააფიქსირებს პეტიციის მხარდაჭერას, პორტალზე მხოლოდ მისი ინიციალები გამოჩნდება, ხოლო, პეტიციის შექმნის შემთხვევაში, სახელი და გვარი სრულად იქნება წარმოდგენილი.

შეხვშეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის R-CSN ფასილიტატორი ორგანიზაციის CIDA-ს მხარადჭერით გაიმართა.
საუნჯეს მიერ სულ 3 საინფორმაციო შეხევდრა გაიმართა, რომელშიც 60-ზე ემტმა ახალგახზრდამ მიიღო მონაწილეობა.