სიტი პარკი: ვეცდებით გადაბარების პროცესის დროს არ დაზიანდეს ქალაქში პარკირების მენეჯმენტი

754

წინა სტატია

“ყველანაირად ვეცდებით უზრუნველვყოთ, გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქში პარკირების მენეჯმენტს”, – ამის შესახებ კომპანია “სითი პარკის” იურისტმა ნანუკა ავალიანმა თბილისის მერიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც ავალიანმა აღნიშნა, მერიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს. ავალიანის განმარტებით, მერიის წინააღმდეგ კომპანიას ორი სასამართლო დავა აქვს დაწყებული: “სამართლებრივი დავა წარმოადგენს “სითი პარკსა” და მერიას შორის ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნაწილს. რა თქმა უნდა, მერიას აქვს ჩვენგან ინფორმაცია მიწოდებული, რომ სამართლებრივად ვიდავოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ შეხვედრას ეს წარმოადგენდა, ტექნიკური ხასიათის შეხვედრას გადაბარების პროცესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად ვუზრუნველვყოთ, გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქში პარკირების მენეჯმენტს“, – განაცხადა ნანუკა ავალიანმა.

რაც შეეხება კომპანია “სითი პარკის” თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხს, როგორც ავალიანი აცხადებს, თბილისის ვიცე-მერისგან მიიღეს დაპირება, რომ მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება: “ჩვენი მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და გუშინ თბილისის მერიც გამოეხმაურა. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ქალაქის ვიცე-მერმა დაგვიდატურა მზაობა, რომ ითანამშრომელებს ამ საკითხზე, მათი მხრიდან იქნება მცდელობა, რომ უზრუნველყონ “სითი პარკის “ თანამშრომლების უსაფრთხო საქმიანობა 9 აპრილის ჩათვლით”,- განაცხადა ავალიანმა.

მერიაში შეხვედრამდე სიტი პარკის გენდირექტორმა ბრიფინგი გამართა. ბინიამინ ლაჰავმა თბილისის მერიის მხრიდან უცხოელი ინვესტორის მიმართ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.