შუახევის ბიბლიოთეკებში წიგნების ნაწილი ნესტისა და ხშირი ადგილმონაცვლეობის გამო, დაზიანებულია

434

გაუქმებული ათობით ბიბლიოთეკა და მხოლოდ 7 აღდგენილი – სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, 2006-2007 წლებში შუახევის ყველა სოფლის ბიბლიოთეკა გაუქმდა და საჯარო სკოლებს დაექვემდებარა. ოთახების სიმცირის გამო, წლების განმავლობაში წიგნები ადგილს ხშირად იცვლიდნენ, რის გამოც მათი ნაწილი დაზიანდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია”.

შუახევის მერიამ საკუთარი ბიუჯეტით ორი წლის წინ, სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო ბიბლიოთეკების აღდგენა დაიწყო.  აჭარის ტელევიზიის ცნობით, ზამლეთის თემის სოფლის ბიბლიოთეკაში ერთ პატარა ოთახში 500 წიგნია, არ არის სამკითხველო და არც ინტერნეტი.

რაც შეეხება სასკოლო ბიბლიოთეკებს ფურტიოს ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი საკმაოდ დიდია, თუმცა ნაწილი ნესტის გამო დაზიანებულია. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო ბიბლიოთეკებს წელსაც გახსნიან.