სიტი პარკს ხელშეკრულების შეწყვეტის დადგენილება ოფიციალურად ჩაბარდა

წინა სტატია

“სიტი პარკს” მერიის დადგენილება ოფიციალურად გადაეცა, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტი კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს. კომპანიის იურისტი თამარ შუბითიძე აცხადებს, რომ ჯერ საქმის მასალები არ გადასცემიათ, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლის გზებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“კომპანიას მხოლოდ დღეს ჩაბარდა თბილისის მთავრობის განკარგულება ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. ამას აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა. განკარგულების გამოგზავნის მიუხედავად კომპანიას არ ჩაბარებია საქმისწარმოების მასალები, კომპანია არ ყოფილა მონაწილე როგორც მხარე ადმინისტრაციული წარმოების, ამიტომ, ვიდრე წარმოების მასალებს არ მივიღებთ, რთულია ვისაუბროთ სამართლებრივი ბრძოლის გზებსა და ვადებზე. საქმის მასალები გუშინვე მოვითხოვეთ და იმედი გვაქვს დროულად გადმოგვცემენ მას, რათა დავამუშაოთ, გავაანალიზოთ და სარჩელი მოვამზადოთ”,- განაცხადა თამარ შუბითიძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები