ქუთაისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დააბინძურონ გარემო

646

ქუთაისის მერის დავალებით, ქალაქში ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, გაიწმინდა სანაპირო ზოლი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სისუფთავე და არ დააბინძურონ გარემო.

“კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში საჯარიმო სანქციები მკაცრდება”,-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.