ქუთაისის მერიამ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დააჯარიმა

946

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ თურქული კომპანია SMK-ი, რომელიც ქალაქის მასშტაბით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, დააჯარიმა. კომპანიას საჯარიმო სანქცია,  ვალდებულებით აღებული ქუჩების (თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩა) გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო დაუწესეს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კომპანიას უკვე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და დაზიანებული გზის აღსადგენად 10 დღიანი ვადა მიეცა. სანქცია, პირველ ეტაპზე, 1 000 ლარს ითვალისწინებს.

SMK-მა ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. კომპანიამ ორ წელზე მეტი მოანდომა ასათიანი ქუჩაზე წლის მილების გამოცვლას.