ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაციისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

745

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაციისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოებზე (არხების გაწმენდა) ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, დაგეგმილია დევდარიანების ქუჩის პირველი ჩიხის, ჭიპაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის, ნიორაძის ქუჩის პირველი შესახვევის, ნიორაძის ქუჩის პირველი შესახვევის, წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევის, (თ. მესხის სახლიდან ს. სარალიძის სახლამდე), წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევის (ზ. შარიქაძის სახლიდან ე. ეჯიბაძის სახლამდე), ჭიპაშვილის ქუჩის მეორე ჩიხის მობეტონება. ანალოგიური სამუშაოები ასევე ჩატარდება წერეთლის ქუჩის მეორე ჩიხში, დევდარიანის ქუჩაზე (საავადმყოფოსთან), სოლომონ მეფის მეორე შესახვევში, კიკნაძის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩის მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე ჩიხებში, დეკანოსიძის ქუჩის პირველ ჩიხსა და სოფელ ჩხერში კიკნაძის ქუჩაზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა შესარულოს. საგარანტიო ვადა კი, 3 წლით განისაზღვრება.

წინადადებების მიღება 24 თებერვალს დაიწყება. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 209 140 ლარს შეადგენს.