ბათუმში დახარისხებული ნარჩენები საერთო ნაგავსაყრელზე ხვდება

576

2 წლის წინ ბათუმის ბულვარმა სეპარირების ურნების შესაძენად 100  ათასი ლარი გამოყო. ამის მიუხედავად  დახარისხებული ნარჩენები დღეს მაინც საერთო ნაგავსაყრელზე მიდის. ამის შესახებ TV25 ავრცელებს ინფორმაციას.

ბათუმის „სანდასუფთავების“ ადმინისტრაციის უფროსის, ირაკლი პაპუნაიშვილის თქმით, დახარისხებული ნარჩენების გადამუშავება ტექნიკური აღჭურვილობისა და გადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

ბულვარის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის მიიღეს.