იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელფასების ზრდას უარყოფენ

807

წინა სტატია

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობენ. როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპარატის უფროსი გოჩა გაბუნია განმარტავს, თუ გუბერნატორი და მისი მოადგილეები ამ დრომდე ხელფასს და დანამატს ერთდროულად იღებდნენ, მთავრობის დადგენილებით, ხელფასი და დანამატი გაერთიანდა და მას თანამდებობრივი სარგო ეწოდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“იმერეთის გუბერნიაში ხელფასები არ გაზრდილა. პირიქით, სახელფასო ფონდი 8 000 ლარით შემცირდა და გასულ წელს თუ ნახევარი მილიონი ლარი იყო, მიმდინარე წელს 492 000 ლარია. როცა შრომობ ადამიანი, ხელფასი უნდა აიღო. ხელფასის არგაცემა, პირიქით, დანაშაულია,” – ამბობს გოჩა გაბუნია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერიასა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაზრდილი ხელფასები გააპროტესტა.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, იმერეთის გუბერნატორს, მის მოადგილეებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც ამ პერიოდის განმავლობაში 2 950 ლარი იყო, თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს.