ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ

808

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმატიულობის შესახებ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.

ამჯერად წარმოგიდგენთ ბათუმის შედეგებს:

  • ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილებები ბათუმის მერიისა და საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ;

  • მიღებული აქტები შესაბამისობაშია მთავრობის N 219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.

  • თუმცა, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.batumi.ge და www.batumicc.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ან არასრულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ;

  • არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში