ქუთაისის მერია და საკრებულო რეკლამისთვის 65 000 ლარს დახარჯავს

719

ქუთაისის მერიამ სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის 65 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, თანხა საკრებულოს სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას, სატელევიზიო რეკლამების დამზადება-გაშვებასა და განცხადებების გამოცხადებას მოხმარდება.

ტენდერში გამარჯვებულმა წლის განმავლობაში საკრებულოს 24 სხდომის ტრანსლირება, 10 რეკლმისა და 33 განცხადების ეთერში გაშვება უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის მერია სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს.