ქალაქ გორის თემთან გაერთიანების გამო მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა იცვლება

გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშიც შეცვლა ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა-გაერთიანებამ გამოიწვია, რადგან ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ძალადაკარგულად მიიჩნევა. საკრებულო უფლებამოსილია, ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, აღადგინოს მუნიციპალიტეტის გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ან დაადგინოს ახალი. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

იმისათვის, რომ გადაწყდეს, ოთხი წლის წინ მოქმედი სიმბოლიკას დაუბრუნონ იურიდიული ძალა თუ ახალ საუკეთესო პროექტზე კონკურსი გამოაცხადონ, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი 18 წევრით განისაზღვრა. მათ შორის ვერ მოხვდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რადგან წევრობისთვის აუცილებელი პირობაა, ფრაქციის წარმომადგენლობა. მათი ფრაქცია კი, დღეს გაუქმებულად გამოცხადდა.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა დავით რაზმაძე. მისი მოადგილეები არიან ეკატერინე სუხიშვილი – გორის მერიიდან და მამუკა გონგაძე – ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელი.

დანარჩენი წევრები, დეპუტატებთან ერთად, ისტორიკოსები და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტები არიან.

მსგავსი სიახლეები