ხაშურში წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დააბინძურეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, წყალსაცავთან, საიდანაც სასმელი წყლით სურამი და მისი მიმდებარე დასახლებები მარაგდება, ტომრებით ნარჩენები დაყარეს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ტელეკომპანია dia -ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფაქტი ადგილობრივმა მცხოვრებმა დააფიქსირა და ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ნარჩენები წყალსაცავში მოხვდება და მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს მიიღებს. საკითხის შესწავლა ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო.

ხაშურის მერიის ინფორმაციით, უწყება მოკვლევას აწარმოებს და გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

მსგავსი სიახლეები