ქუთაისში გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ირაკლი შენგელია იქნება

730

ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სავარაუდოდ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Ipress-ი ავრცელებს.

საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა ოფიციალურად ორშაბათს, 5 თებერვალს დამტკიცდება.

დებულების თანახმად, ეს თანამდებობა შესაძლებელია რომ შეითავსოს საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილეებმა, ან კომისიის თავმჯდომარეებმა. საბჭოს დებულება საკრებულომ 27 დეკემბერს დაამტკიცა.

ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული საკონსულტაციო საბჭო 2013 წელს მეოთხე მოწვევის საკრებულოს დროს შეიქმნა.