თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში ჩაერთვება

1050
გიორგი ისაკაძის ფოტო

წინა სტატია

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება. ამის შესახებ დღეს მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.

სამსახურის უფლებამოსილება იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

თბილისის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართა.