სად იგეგმება წყალმომარაგების გაუმჯობესება 2018 წელს

2018 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 254.9 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს გაგრძელდება ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი. პროექტების ჩამონათვალშია, აგრეთვე, მესტიის, ანაკლიის, ურეკის, ფოთის, ზუგდიდის, ჯვარის, ჭიათურის, გუდაურის, ბაკურიანის, ბოლნისის, მარნეულის და სხვა მუნიციპალიტეტების სასმელი წყლის გაუმჯობესებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები. წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე, დაგეგმილია კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

უწყების ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება:

  1. ქუთაისის წყალარინების პროექტის ფარგლებში 368 კმ სიგრძის წყალარინების ქსელის და 30 სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა;
  2. რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები – 12.0 მლნ ლარი, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
  3. ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა – 190.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია (მესტია, ანაკლია, ურეკი, ფოთი, ზუგდიდი, ჯვარი, ჭიათურა, გუდაური, ბაკურიანი, ბოლნისი, მარნეული), ასევე ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და აბაშის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
  4. წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი – 12.5 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების განხორციელება კახეთის (თელავი- კურდღელაური, სიღნაღი, წნორი, საგარეჯო), შიდა ქართლის (დუშეთი), ქვემო ქართლის (ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ლიკანი-წაღვერი) რეგიონებში.
  5. საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი – 15.4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურების და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ფოთი, ზუგდიდი, ურეკი, მარნეული, თელავი, წყალტუბო, მესტია, ანაკლია).

წყალმომარაგების პრობლემების შესახებ სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

წყალი „ცისტერნებით“ 2 ლარად – სოფლის წყლის გასაჭირი

სოფლები წყლის და კომუნალური გადასახადის გარეშე – ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი

მსგავსი სიახლეები