გურჯაანის საკრებულოში ოპოზიციას 8 დეპუტატი ეყოლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 მაჟორიუტარული და 15 პროპორციული მანდატი მმართველმა პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გაინაწილა.

გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განaცხადა, მანდატების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, 24 მაჟორიტარული ოლქიდან 22-ში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 2 მაჟორიტარი დეპუტატი კი საკრებულოში „ევროპული საქართველოდან“ იქნება.

,,პროპორციული სისტემით გურჯაანის საკრებულოში 15 მანდატიდან, 9 ,,ქართულმა ოცნებამ’’, 3 „ევროპულმა საქართველომ“, 2 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 1 „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. ჯამში, გურჯაანის საკრებულოს 39 წევრიდან 31 იქნება მმართველი პარტიიდან, 5 – „ევროპული საქართველოდან“, 2 – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 – „პატრიოტთა ალიანსიდან’’, – განaცხადა მაია ჩუთლაშვილმა.

წყარო: კახეთინიუსი

ფოტო: კახეთინიუსი

მსგავსი სიახლეები