„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი: ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში 65-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ჩვენს დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა

590

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის დავით აქუბარდიას ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში 65-ე უბანზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ტელეფონი წაართვა.

„კომისიის თავმჯდომარე რომეო ბულია ხმამაღლა ესაუბრებოდა კომისიის წევრს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. მან ჩათვალა, რომ ჩვენი დამკვირვებელი ტელეფონით იღებდა მის საუბარს“ , – აღნიშნა აქუბარდიამ.
მისივე ცნობით, ინციდენტი, მალევე ამოიწურა და მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, მობილური ტელეფონის დამკვირვებლისთვის წართმევას ადგილი არ ჰქონია.

„ნაწულუკუს #65 უბნის კომისიის თავმჯდომარეს არ ემორჩილებოდნენ კომისიის წევრები, რის გამოც მას მოუწია ხმამაღალი საუბარი, რასაც იღებდა დამკვირვებელი. კომისიის თავმჯდომარემ მას სთხოვა ეჩვენებინა რა ჰქონდა გადაღებული“, -განაცხადა მირანდა მესხმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი