‘’პატრიოტთა ალიანსის’’ შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

695

არჩევნებამდე 9 დღით ადრე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“   შუახევის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხისთვის“ გახდა ცნობილი.  ჟურნალისტთან საუბრისას, რევაზ ზოიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.  ის ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ვერ ახერხებს. „მკურნალობას ვაპირებ საზღვარგარეთ, იძულებული ვარ კანდიდატურა მოვხსნა“ – განაცხადა პატრიოთა ალიანსის შუახევის მერობის კანდიდატმა.

რევაზ ზოიძის განმარტებით, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ პარტიის რეგიონულმა წარმომადგენლებმა იციან, ცენტრალური ოფისისთვის კი  ინფორმაცია ჯერ არ მიუწოდებია.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შუახეველების დიდი მხარდაჭერა მქონდა. მინდა მათ და პარტიულ აქტივს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა რევაზ ზოიძემ.

წყარო: აჭარის ტელევიზია