ქუთაისში, ძნელაძის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა

724

ქუთაისში, ძნელაძის ქუჩაზე აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა მათ ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, სამუშაოები დიდ ხნის წინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.
„მოვიდნენ და გვითხრეს, რომ სამუშაოები არჩევნებამდე დასრულდებოდა, თუმცა მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. სასწრაფო დახმარება ვერ ამოვიდა წინა კვირას“, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

ძნელაძის ქუჩაზე წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ შეასრულა. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა მილების შემოწმება, რის გამოც სამუშაოები გაჭიანურდა.
მათივე ინფორმაციით, ქუჩაზე გზის საფარი უახლოეს დღეებში მოეწყობა

წყარო: ინტერპრესნიუსი