თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

ავტორი: მარიამ ორჟონია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ძირითადი მიგნებები

ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზა) კი მოუწესრიგებელია. საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი სწორედ ამ ქუჩაზე არის გამოწერილი. ასევე, დაჯარიმების ადგილებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება. რაც სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესების არასრულყოფილებით შეიძლება იყოს განპირობებული. ავტოპარკის განკარგვის განპიროვნებული, და არა საერთო გამოყენების, წესი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოს კუთვნილებაში არსებული ავტომობილების არარაციონალურად დიდ რიცხვს. 

ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდები

IDFI-იმ ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსაგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დაადგინა 2016 წელს საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი. შპს „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით კი შეადგინა საკრებულოს საქმიანობის ბოლო წლებში (2011-2017 წ.წ) ამ ავტომობილებზე გამოწერილი ჯარიმების შესახებ დეტალური ცხრილი (იხ. თანდართული დოკუმენტი)

IDFI საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შპს „სი-ტი პარკის“ მიერ დაჯარიმების პრაქტიკას შესწავლისას სამი ტიპის დარღვევას დააკვირდა:

– არ იყო გადახდილი პარკირების საფასური და ავტომანქანა იდგა ფასიანი პარკირების ადგილზე;

– დარღვეული იყო პარკირების წესები (დგომის მეთოდი, ორმაგი პარკირება და სხვ.);

– ავტომანქანა იდგა სპეციალური პარკირების ადგილზე შესაბამისი ნებართვის გარეშე (შშმ პირების პარკირების ადგილზე).

ზოგადი ცნობები ქ. თბილისის საკრებულოს კუთვნილებაში არსებული ავტოპარკის შესახებ

50-წევრიან ქ. თბილისის საკრებულოს ჯამში 35 მანქანა ემსახურება. ავტომობილები საკრებულოს წევრებზეა განპიროვნებული, მათი თანამდებობის შესაბამისად (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები). კერძოდ, 31 ავტომობილი საკრებულოს წევრ დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, ხოლო დანარჩენი 4 კი საერთო დანიშნულებით გამოიყენება.

რაც შეეხება ავტომობილების განკარგვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2016 წელს საკრებულომ საწვავის მოხმარებაზე 193,988 ლარი დახარჯა [1]. ასევე, საკრებულოში ჯამში 35 მძღოლი დასაქმებული, რომელთა ხელფასი ყოველთვიურად 1,000 ლარს შეადგენს [2]. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების ნაწილი საკრებულოს მერიამ გადაცა (3 ავტომობილი), ხოლო დანარჩენი საკრებულომ ძირითადად 2011-2013 წლებში, ხოლო ერთი ავტომობილი 2009 წელს შეიძინა. IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე 2017 წლის 7 ივნისით რიცხულ ავტომობილებს შეეხება. ამ ავტომობილების დაჯარიმების შესახებ მონაცემების სრულყოფილადაა წარმოდგენილი 2014 წლიდან დღემდე პერიოდისათვის, ხოლო 2010-2013 წლების მონაცემები სრულად არ არის ასახული.  აქედან გამომდინარე,  შესაძლებელია დაჯარიმების რიცხობრივი მაჩვენებელი რეალურად წარმოდგენილ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.

იხილეთ კვლევა სრულად: თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ მერია ველობილიკებსა და ე.წ. ბასლეინებზე
წინა სტატია სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ
უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გარემოების მიუხედავად ზედამხედველობის
თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის საქმეზე ქუთაისის მერიამ სასამართლო დავა მეორედ წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არასამთავრობო
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა, რომ ტაქსების პარკირების
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს
სტატიის გაგრძელება სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია "იმედის" მიერ
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული
ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე უკანონო პარკირებას გააკონტროლებს. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე ყველა
თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, სოფელ ყვარელწყალის, სოფელ დუმასტურისა და სოფელ ხორხელის საბავშვო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არამარტო მუნიციპალიტეტებშია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება 1 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის
დაბა ქედაში სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაა. ინფორმაციას აჭარის
წინა სტატია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების
%d bloggers like this: