ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა

680

ხულოში  საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.  დღის წესრიგით სულ 2 საკითხი იყო გათვალისწინებული.

ჯამბულ ხოზრებანიძემ ანგარიში წარადგინა გაწეული მუშაობის შესახებ. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თვმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ კი წარადგინა საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. საკრებულოს 28 წევრიდან ექვსი წევრი არ ესწრებოდა.

წყარო: აიპრესი