ზუგდიდის მერობის უცნობი კანდიდატი

606

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მერობის კანდიდატად ბლოკ „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოდან“ გიზო სტურუა დაარეგისტრირა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად მასზე ინფორმაცის მოპოვება შუძლებელი აღმოჩნდა. სახელი და გვარის გარდა უცნობია თუ ვინ არის და რას ჰპირდება მერობის კანდიდატი ზუგდიდელებს გამარჯვების შემთხვევაში.

გიზო სტურუას საკონტაქტო ნომრის მოწოდებაზე  უარი განაცხადა ბლოკის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამარა ჯინჭარაძემ.

მისი სიტყვებით „ყველა კანდიდატს არ აკეთებინებს კომენტარს“ და ურჩევნია თავად მიაწოდოს მედიას საარჩევნო პროგრამა.

„ამ შემთხვევაში მირჩევნია, რომ მე რასაც მოგაწვდით იმით იხელმძღვანელოთ, თუ თქვენთვის არის დამაკმაყოფილებელი, თუ არა და რას ვიზამთ, გამოგვტოვეთ“, – აღნიშნა მან.

წყარო: ლაივპრესი