“პატრიოტთა ალიანსმა” ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა

613

ბათუმში, ევროპის მოედანზე “პატრიოტთა ალიანსმა” საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ქვეყანაში შექმნილ სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება სოციალური პრობლემების მოგვარებას არ შეეცდება, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას, შიმშილსა და მთავრობის გადაყენებას შეეცდებიან.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია, ბათუმში ევროპის მოედანზე 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი