სემეკის დავალებით „რუსთავის წყალი“ ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად 20.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.
„2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები.
სემეკის...
2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 23 111 ექიმი, 22 569 ექთანი და 6 157 სანიტარია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
როგორც სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი ექიმი, ექთანი და სანიტარი დედაქალაქშია.
უფრო კონკრეტულად, სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 13 953 ექიმი, 11 210 ექთანი და 3 058 სანიტარია.
„რაც შეეხება...
დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი - 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი - 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი...
სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში.
„ბაზრის გახსნამდე, ჩვენ გავაგრძელეთ ის ტარიფები, რომელიც ელექტროენერგიაზე გვქონდა დადგენილი. შესაბამისად, ტარიფების რაიმე ზრდა ელექტროენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში გვიწევს მიმდინარე წლის დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა,...
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 69.4%-ით აღდგა.
მათივე ცნობით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე, მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„2022 წლის სექტემბერში საქართველოში 452,155 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ...
ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "არემჯი" ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მაისში დაიწყო და ამ დროისთვის გაიწმინდა და გადაეწყო ციხის მარნის ზედა ნიშნულები.
მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის, მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბის სრული აღდგენა, ხოლო მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე.
"არემჯის" ცნობით,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო.
გორის მერიის ცნობით, პროგრამა, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით გრძელდება, მოსწავლეებისთვის სასწავლო ტრენინგ-კურსების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროგრამის მიზანია, როგორც საჯარო სკოლების თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდების ინდივიდუალური გაძლიერება და განვითარება.
„საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ყოველ შაბათს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება, გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ტრენინგებს კვალიფიციური სპეციალისტები გაუძღვებიან.
პროგრამაში მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძი მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.
„როგორც დღეს ითქვა, ორი დღის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა...
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
„რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება...
ტურიზმის სექტორთან ერთად შევაჯამეთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკა - გვაქვს საკმაოდ წარმატებული აღდგენა ორივე სექტორში, განსაკუთრებით, გამოკვეთილია ის შემოსავლები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ტურიზმის ინდუსტრიიდან - ეს არის 2,1 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც ჯამში, ნიშნავს 94% იან აღდგენას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე...
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას აგრძელებს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:
"ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული...
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას აგრძელებს.
პირები, რომელთაც მერია 200-250 ლარის ოდენობის წამლების შეძენას დაუფინანსებს:
რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადების მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს
2) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
3 ) ომის...
მარნეულის მასშტაბით საბავშვო ბაღები გადავსებულია და ჯგუფებში გათვალისწინებულზე მეტი ბავშვია. "რადიო მარნეულს“ მარნეულის რამდენიმე ბაღის აღმზრდელმა, ანონიმურობის დაცვის გარანტით, განუცხადა, რომ ბავშვების გაზრდილი რაოდენობის გამო საკუთარი მოვალეობის შესრულება უძნელდებათ.
„ძალიან ბევრი ბავშვია ჯგუფში და ერთი აღმზრდელი და ერთი დამხმარე ვერ აუდის ამდენ სამუშაოს. კარგი იქნება თუ აღმზრდელების რაოდენობა გაიზრდება, ან ბავშვების რაოდენობა შემცირდება",- განაცხადა მარნეულის ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელმა.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას...
მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის პროექტ „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართელოში“ ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა. "რადიო მარნეულთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს პროექტის ოფიცერმა პელაგია მახაურმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოსა და პროექტის ფარგლებში შერჩეულ 15 მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი 22 სექტემბერს გაფორმდა.
„მემორანდუმში გამოკვეთილია რამდენიმე მიმართულება რომლის ფარგლებშიც მოხდება შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა. ძირითადად სამი მიმართულება გვაქვს. პირველი ეს არის...
ბუდაპეშტში "ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის" მეხუთე ფორუმზე "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი" ევროპულ-ისტორიული ბაღების მარშრუტის ასოციაციის წევრად აირჩიეს.
ფორუმს, რომელსაც 13 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, უნგრული ბაღების მემკვიდრეობის ფონდმა უმასპინძლა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ა(ა)იპ "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის" დირექტორი შალვა აგუმავა ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი ნაწილი დაეთმო ისტორიულ ბაღებსა და ლიტერატურას. პარარელურად, ბაღების...
"საშობაო მეჯლისის" გადაღებებთან დაკავშირებით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და მისი ეზო დღეიდან რამდენიმე დღით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებათ მეცნიერებსა და მკვლევარებს და მათთან შეთანხმებული შეხვედრები დაგეგმილ რეჟიმში განხორციელდება. ამასთან, შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებით ჩატარდება ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაგეგმილია 5-9 ოქტომბრის განმავლობაში.
"29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის "საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში". მოგახსენებთ, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































