რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების გეგმას გაეცნო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია „რუსთავის წყალი“ 2022-2023 წლებში, რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კომპანიის სამომავლო გეგმები და კონკრეტული პროექტები, რუსთავის მერსა და სემეკის თავმჯდომარეს, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ გააცნო.
„რუსთაველებს როგორც დავპირდით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად...
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, N14 და N19 კორპუსების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად სკვერების სივრცეების ფართობი გაიზარდა.
პირველ ეტაპზე, N14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხუთი უსარგებლო ავტოფარეხისგან გათავისუფლდა, შემდეგ დაახლოებით, 1 155 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო, განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, დაირგო...
2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტს 59, 8 კმ რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება. რეაბილიტირებული გზის ფართობი 183 004 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
გორის მერიის ცნობით, პროექტების მიხედვით 25 900 მეტრი სოფლებში (შიდა გზები), ხოლო 10 300 მეტრი ქალაქში ეწყობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს სოფლების დამაკავშირებელი გზების (ორი გზის მონაკვეთის: ხიდისთავის, ატენისა და ბოშურის გზა; ტირძნისის, დიცის, ერედვისა და ხეითის გზა) რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთების ჯამური სიგრძე...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კომპანია „მამისონმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩაბარებულიყო.
ამასთან, კალაძის თქმით, კომპანია „მამისონს“ არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები აწარმოოს.
„რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ყველა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნულ კომპანიას როგორი დაგვიანება აქვთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს კომპანია ვერ შეძლებს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუხში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
„რუხში მიმდინარე სამუშაოებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, ბესიკ ჭეჟიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის განახლება, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების,...
გორის კულტურის სააგენტოს დირექტორად გვანცა მჭედლიშვილი დაინიშნა.
მჭედლიშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ა(ა)იპ-ის თანამშრომელი იყო. “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, დაწინაურებამდე ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სააგენტოს მოვალეობას ზურაბ ილურიძე ასრულებდა, რომელიც პროკურატურის რეკომენდაციის საფუძველზე, გორის მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის და სახელოვნებო ა(ა)იპ-ის უფროსად გიორგი ეგნატაშვილი დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე მერი არხოშაშვილი შეცვალა.
გიორგი ეგნატაშვილი, აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მერი არხოშაშვილის ხელმძღვანელობის დროს, მისი მოადგილე იყო, შემდეგ კი მოვალეობის შემსრულებელი.
მერი არხოშაშვილი წლების განმავლობაში ქარელის მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იყო ზაზა გულიაშვილი მოადგილე, შემდეგ ა(ა)იპ-ში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ის კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს გადასცა.
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„სამგორის რაიონში 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება. 2 500-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული....
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში კორუფციის რისკები იკვეთება, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა, 7 725 685 ლარად იყიდეს. მათ შორის, გასხვისებული მიწის 75 % (97 417 კვ.მ) უკონკურენტოდ,...
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე წარადგინა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრა, ნინო ლაცაბიძის ანგარიშის პრეზენტაციით დაიწყო.
„მუნიციპალური რეფორმები და ახალი სერვისები, 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, 35 სოციალური პროგრამა, ახალგაზრდული, სოციალური, კულტურული, სტუდენტური პროგრამები, ასეთი იყო ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები 2022 წელს რუსთავში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რუსთავის მერიამ დაიწყო 2022 წლის სამუშაოების შესახებ კიდევ უფრო დეტალური...
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„როგორც ვთქვით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები ნოემბერში დასრულდებოდა. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება...
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ასეულობით ოჯახის პრობლემის გადასაჭრელად. კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა. ტერიტორიაზე დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.
„დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის, არსებულის განახლება და მოწესრიგება. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. იცით, სპორტის სასახლის ტერიტორია...
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-ში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებთან შეთანხმება მიღწეულია და საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს აქ და მათი...
„თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა გაიმართა.
დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მართვის შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა. მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა.
თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ყურადღება მენეჯმენტის გეგმის მომზადების პრინციპებსა...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია იგეგმება. ამისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
შენობის რეაბილიტაციის სავარაოუდო თანხად 267 334 ათასი ლარია განსაზღვრული.
“შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ამიტომ მოხდება მისი მთლიანი რეაბილიტაცია”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































