საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება. აღნიშნულს გულისხმობს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომლითაც პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი). ზემოაღნიშნულიდან...
2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული და ჯამში მათი დაფინანსება 7,0 მილიარდი ლარია. „რესურსის 26 პროცენტი - 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე; 11 პროცენტია (2,6...
პარლამენტი დღეს 17 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვერსია პარლამენტს მთავრობისგან პირვანდელი სახით - ცვლილებების გარეშე დაუბრუნდა. საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. ნომინალში მშპ 79.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა...
2022 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 210 ექიმს დაეკისრა, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49-ს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. „ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამეგრელოში 245 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება. ამავე პერიოდში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტი ქალაქ აბაშაშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის...
2022 წელს, ძევერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 4 სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარეგანათების სისტემის მოწყობა გაგრძელდა ძევერაში (დაემატა 38 წერტილი), ქიწნისში (დაემატა 38 წერტილი) და სათემოში (დაემატა 30 წერტილი). „ქიწნისში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავი და კომუნიკაციები, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზო და დამონტაჟდება ატრაქციონები. ქიწნისის...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიებსა და ფრაქციებს განსახილელად გადასცა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტის პროექტს ათი დღის განმავლობაში განიხილავენ. წარმომადგენლობიტი ორგანო ბიუჯეტის პროექტს არა უგვიანეს 25 ნოემბრისა შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნებს მერს. გარდა ამისა, ბიურომ მერიის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გაუნაწილა. „ძალიან მნიშვნელოვანია,...
თელავში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის, ახალი გაჩერებები და საინფორმაციო დაფები მოეწყობა, არსებულ მარშრუტებს კი ახალი დაემატება. აღნიშნულ საკითხზე "Knews.ge-სთან" თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, უკვე მესამე წელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ ემსახურება, თუმცა უახლოეს პერიოდში დაგეგმილია, რომ ავტობუსებით გადაადგილება ფასიანი გახდეს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება თვითმმართველობამ უკვე მიიღო. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, უკვე დადგენილია მგზავრობის საფასური 1...
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალაკონცერტისთვის, სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია ტენდერი მეორედ გამოაცხადა და თანხა გაზარდა. აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28 500 ლარს იხდიდა. ამჟამად იგივე მომსახურებაზე კი 37 000 ლარს გადაიხდის. ტენდერის მეორედ გამოცხადების მიზეზი, პირველ ტენდერზე პრეტენდენტების არარსებობა გახდა, რის გამოც 12 -14 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად "მიმწოდებელი"...
კასპის მერია საცურაო აუზის აშენებას გეგმავს. აუზის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამში, აუზის აშენებისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
გონიოს ციხესთან ხმაური იყო, სადაც ადგილობრივებმა ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. როგორც გონიოში მცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათი მთავარი სამი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ მიწის საკუთრების აღიარება, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის მიწის გამოყენების ნებართვა და გაფორმებული მიწის ნაკვეთების მოსახლეობისთვის დროული გადაცემა მოახდინოს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, წინა ხელისუფლებამ გონიოში მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთები ჩამოართვა, „ქართულმა ოცნებამ” ნაწილს დაუბრუნა, თუმცა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გამოყენების უფლება...
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი დედაქალაქის საკრებულოში უკვე შემოვიდა.  „წარმოდგენილი ვერსია წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი და  შეადგენს 1,438,775 ლარს,  რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.  პროცედურის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი განსახილველად  გაეგზავნა...
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული პრობლემური სატრანსპორტო კვანძების სრულად მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა.  კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელს გახდის, ბოლო პერიოდში პრობლემადქცეული დაგეგმილი ბრუნები განხორციელდეს...
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ჯანდაცვის მიმართულებით ცხრა მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომლის წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, აღნიშნული პროგრამების საშუალებით, უამრავ ადამიანს აქვს ხელშეწყობა და თანადგომა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე რაიონული გამგეობების მხრიდან. „დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. უამრავ ოჯახს და ადამიანს ვეხმარებით...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, 26 მაისის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 4 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. „წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელ გლდანში 26 მაისის, გორგასლის, ჩოლოყაშვილის,...
მუნიციპალიტეტის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურის შესასვლელთან დღეს წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.    „დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებით - ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ მოქალაქეების თავმოყრა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ