ჩუღურეთის რაიონში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გზა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 480 გრძივი მეტრი ბორდიური და 1320 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ჩუღურეთის გამგეობის ცნობით, ამ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა. „ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, იგება გზები, რათა მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ასევე, ვხდებით მოსახლეობას, ვეცნობით ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მერიის ცნობით, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1070- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საგზაო სამმართველო N1“ ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 661 970 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თბილისში არსებულ გარე კაფეების მფლობელებს შეხვდა და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც მათ ექმნებათ. გოკა გაბაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის მერიამ გარე კაფეებს ხელი შეუწყოს, გაუგებარ პრობლემებს უქმნის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ქალაქის მერია გარე კაფეებს გაუგებარ პრობლემებს უქმნის აბრებთან, წარწერებთან, საკუთარი მენიუების მაგიდაზე დადებასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ იყოს თანამშრომლობის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა და საბოლოოდ 2 310 535 ლარის ცვლილება შეიტანა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ბორჯომის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მაია პაიჭაძის თქმით, ეს ცვლილება გამოწვეული იყო 2017 წლიდან გადმომავალი ნაშთით, რომელიც დარჩენილი იყო. მისი თქმით, თანხების დიდი ნაწილი მუნიციპალური ავტოპარკის განახლებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. საკრებულოს ოპოზიციაში თანხების გადანაწილების პრინციპმა შეკითხვები გააჩინა, კერძოდ ნაციონალი დეპუტატები დაინტერესდნენ რა...
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ. შეხვედრა ათეა–ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვა ხაზი. „საქართველოს...
წინა სტატია ქუთაისში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფონდიც ცნობით, რეაბილიტაცია ქუთაისში იმ სკოლებს უტარდებათ, სადაც წლების მანძილზე ამოტრიზებული მდგომარეობა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მე-5-ე; მე-10-ე; მე-17-ე; მე-13-ე ; #32-ე , #30-ე; #36 -ე და #33-ე სკოლებში 2019 წლის გაზახფულამდე უნდა დასრულდეს. ფონდის ცნობით, დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება, სადაც ჯამში 15 200-მდე მოსწავლე სწავლობს. ამ...
თბილისის მერი კახა კალაძე სამთავრობო უწყებებში ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას მიესალმება.  კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა შავი ჯიპებისგან თავისუფალია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. “პრემიერის ინიციატივას ჯიპების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მივესალმები, ხოლო რაც შეეხება ჩვენს უწყებას, დედაქალაქის მერია შავი ჯიპებისგან თავისუფალია, უბრალოდ გყავს პიკაპის ტიპის მანქანები, რომლებიც გარკვეულ სამსახურებს სჭირდება,”- განაცხადა კალაძემ. ცენტრალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო ავტოპარკთან...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” 30 ივნისს, ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონს ოფიციალურად გახსნის. ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში - 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტექნიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების განხილვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია ინოვაციური მეთოდები დანერგოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში და მზადაა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც პროექტების ხარიხიანად, სწრაფად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს. ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას...
წინა სტატია პირველი ივლისიდან, ხმაურის გადაჭარბებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო გამოავლენს და დააჯარიმებს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში შეიქმნა ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც 24- საათიან რეჟიმში, შსს-ს მიერ გადაცემული ხმაურსაზომი აპარატების მეშვეობით, ინსპექტირებას გაუწევენ აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს. ბათუმის მერიის ცნობით, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო...
კომპანია "გიკო", რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა, უწყებას შესყიდვების სააგენტოში უჩივლა. საქმე ეხება მდინარე სურამულასა და ტილიანას გასწვრივ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც კომპანია "ქროსფოინტმა" გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებული სატენდერო ფასი 350 000 ლარია. ტენდერის საწყისი ღირებულება კი 743 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილე კიდევ ერთმა კომპანია "გიკომ" შემსყიდველი ორგანიზაციის - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წინააღმდეგ საჩივარი...
ბათუმის მერია მოსახლეობიდან ნაგვის გადასახადის ამოღებას გაამკაცრებს. სავალდებულო გადასახადს ამ დროისთვის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იხდის. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ბათუმის მერიაში გამატავენ, რომ ამ დრომდე მოსაკრებელი მოქალაქეებისა და კომპანიების კეთილ ნებაზე იყო, სანდასუფთავების სამსახური კი მწირი რესურსის გამო გადასახადის ამოღებას ვერ ახერხებდა. რეორგანიზაციისას მოსაკრებლის გადახდის სამსახური შეიქმნა, რომლის თანამშრომლებიც უშუალოდ გადამხდელებთან მივლენ. მოქალაქეებს  არსებული დავალიანების გადახდა ერთდროულად ევალებათ, თუმცა მერიაში მიმართვის შემთხვევაში დავალიანების დაფარვის...
სხალთის მთავარეპისკოპოსი  მეუფე სპირიდონი ხულოს მერიის შენობის საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს. საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა ჩატარდა ხულოსა და ხიჭაურში. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მეუფე სპირიდონი ინიციატივით გამოდის, რომ ძველი ადმინისტრაციული შენობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტს გადაეცეს, რომელიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მოთხოვნას 3 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. საკითხს ხულოს მერი გოჩა მელაძე გამოეხმაურა.  მისი განმარტებით,...
ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების N17, N18 და N19 კორპუსების მიმდებარედ, ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, საფრთხე ექმნებოდა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ისნის რაიონის გამგეობამ სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს, ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბინული 2010“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 52 865 ლარია.
წინა სტატია ახალციხის მერიაში საპატიო მოქალაქის კანდიდატების წარსადგენად ექვსი განაცხადი შევიდა. მათ შორის შერჩეულ სამ საპატიო მოქალაქეს საზეიმოდ ხვალ, 30 ივნისს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე წარადგენენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე სპეციალურად შექმნილმა 11–კაციანმა კომისიამ უკვე შეარჩია. საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა 25 ივნისიდან 27 ივნისამდე იყო შესაძლებელი.
ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხების ადგილას ფიტნესზონა ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე 22 ავტოფარეხის დემონტაჟი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. ისნის რაიონის გამგეობამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდება გზის სავალი ნაწილი, ქუჩის მხრიდან კი, მოეწყობა დეკორატიული ღობე, ტროტუარი და ასფალტის საფარი დაიგება. "ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, N11 კორპუსის მცხოვრებლების თხოვნით, უახლოეს მომავალში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ