კახა კალაძე: თბილისის მერია შავი ჯიპებისგან თავისუფალია

1048

თბილისის მერი კახა კალაძე სამთავრობო უწყებებში ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას მიესალმება.  კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა შავი ჯიპებისგან თავისუფალია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“პრემიერის ინიციატივას ჯიპების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მივესალმები, ხოლო რაც შეეხება ჩვენს უწყებას, დედაქალაქის მერია შავი ჯიპებისგან თავისუფალია, უბრალოდ გყავს პიკაპის ტიპის მანქანები, რომლებიც გარკვეულ სამსახურებს სჭირდება,”- განაცხადა კალაძემ.

ცენტრალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო ავტოპარკთან დაკავშირებით წინადადების წარდგენას აპირებს.