ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების დაჩქარებას ვითხოვთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა მთავრობის სახლთან განაცხადეს და საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე წინასაარჩევნოდ ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საერთაშორისო ორგანიზაცებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ყველაფერი ნათელია, ადამიანი მოკლეს და ახლა ცდილობენ საქმე თაროზე შემოდონ. ცნობილი არიან დამნაშავეებიც,...
იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქვე კიდევ ერთი სიახლეა - ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე“, - აღნიშნა ღიბრაძემ.
აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები ღებულობდნენ.
29-30 დეკემბერს თელავის ცენტრალურ მოედანზე საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა-გაყიდვა 14:00 საათიდან დაიწყება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშობაო სოფელში მსურველები შეძლებენ შეიძინონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთები და ნატურალური პროდუქტი.
ხმაურით დაიწყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ცრუ ჩვენების მიცემაში დაანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. საუბარია საკრებულოს წინა სხდომაზე, როდესაც დაპირისპირების დროს პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით მჟავანაძე დააკავა.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას „პოლიტიკურ კეკლუცობაში“ ადანაშუალებს, ბრალდებას კი უსაფუძვლოს უწოდებს. დეპუტატები დღეს 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა 2022 წლის ბიუჯეტი.
600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და სახელმწიფო მათ უხდის სოციალურ დახმარებას იმისთვის, რომ არ იმუშაონ - ეს დანაშაულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული.
„მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა - ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით. ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა.
უწყების ცნობით, მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 - 2019 წლებში იგი წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 –...
როცა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ბუნებრივია, ის რისკები, რაც ამ გადაწყვეტილებებს ახლდა, კარგად მქონდა გააზრებული. შეიძლება არ გამოსულიყო, შეიძლება სისტემას ვერ გაეძლო, ეფექტი პროპორციული არ ყოფილიყო, მაგრამ მე ამაზე წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება, არასწორია ეკონომიკის ჩაკეტვა, ამით ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერ ფასად...
გულდასაწყვეტი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის კახა კუჭავამ თავად მიიღო და მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გაწეული საქმიანობისთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით, არჩევნებზე ერთად დავდიოდით. უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, თავისი გეგმები. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და იმედი მაქვს კვლავ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში....
ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი 3 წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება, უნდა იყო აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
პრემიერმინისტრმა 2021 წელს განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო...
21-ე საუკუნეში, სირცხვილი და დანაშაულია, როცა ჩვენს ქალაქებს და მოსახლეობას არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება. ჩემი დავალებით, შემუშავებულია გეგმა, 2024-2025 წლებში ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობის პრობლემაა, რომლის გადაჭრა მთავრობის საზრუნავია.
„იმის ნაცვლად, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ამაზე ილაპარაკონ, როგორ...
მთავარი პრობლემა დღეს ქვეყანაში, გარდა იმ პრობლემებისა, როგორიც არის ოკუპაცია და სხვა, არის უმუშევრობა, დასაქმება და ბუნებრივია, სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი სოციალური პროგრამა უმუშევრობის კუთხით ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეცვლის განწყობას.
„ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და ქვეყანაში სხვა პროცესი დაიწყება. ეს პირდაპირ ურტყამს სიღარიბეს. არ...
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად შევარჩიე იმიტომ, რომ ის არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეკა ტიკარაძე მისი გადაწყვეტილებით გადადგა. მას...
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 42 დეპუტატმა მიიღო, საიდანაც 5 წინააღმდეგი იყო, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი სწორედ იმ პროგრამებზე და პროექტებზე იქნება მიმართული, რომელთა განხორციელებას თბილისის მერი მოსახლეობას დაჰპირდა.
„თბილისში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების ჯამი გახლავთ...
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება 2022 წლიდან ეტაპობრივად მოხდება.
როგორც მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს აღნიშნა, მომავალ წელს ფართით 65 ოჯახი დაკმაყოფილდება. ერთ ოჯახზე კი საშუალოდ, 25 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.
„2022 წელს გათვალისწინებულია 65 ოჯახის დაკმაყოფილება ბინით. ერთ ოჯახზე საშუალო დანახარჯი 25 000 აშშ დოლარი გამოდის. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მეტი,...
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი - უცვლელი რჩება.
ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25...
სააგენტოში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა და ახალი ხელშეწყობის მექანიზმები დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში ავრცელებს.
„პროგრამის „ბიზნეს უნივერსალის“ ფარგლებში, სესხის პროცენტის თანადაფინანსების ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით. განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და 2022 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში სუბსიდირებული სესხის გაცემა შეეძლებათ საინვესტიციო ფონდებს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მინიმალური ნომრების რაოდენობა 10 დან 5-მდე მცირდება. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































