ვაქცინაციის სანაცვლოდ, 200-ლარიან წახალისებას 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ

452

იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აქვე კიდევ ერთი სიახლეა – ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები ღებულობდნენ.