რა ეტაპზეა მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია

342

მეტროს სადგური „გოცირიძე“ 3 თვით დაიკეტა, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ეს სადგურზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო გახდა საჭირო.

„3 თვით მეტროს სადგური დროებით უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ უკვე ისეთი სამუშაოები მიდის იქ, შეუძლებელი იქნება ადამიანების გადაადგილება და ამ მეტროს სადგურის ფუნქციონირება. შესაბამისად, 3 თვით მოგვიწევს ამ სადგურის გაჩერება, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დამთავრდეს. ამჟამად მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობასა და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და 3 თვის განმავლობაში იქნება დასრულებული“, – განაცხადა მერმა.

ამჟამად მიმდინარეობს ბაქნის გადახურვის მეტალოკონსტრუქციების მონტაჟი, ასევე, მომსახურების სივრცისა და ვესტიბიულის კაპიტალური რემონტი. რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიონ ლარს შეადგენს.