ვაკის პარკის რეაბილიტაციის პერიოდში შინაური ცხოველების გასასეირნებლად სპეციალური სივრცე გამოიყოფა

326

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში დღეიდან, რეაბილიტაციის პერიოდში ტერიტორია გამოიყოფა, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების შესაძლებლობა იქნება. ამის შესახებ კალაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათი მოთხოვნა გათვალისწინებულია.

„არსებული სამუშაოების გამო სრულიად გვიწევს ვაკის პარკის ჩაკეტვა. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვქონდა და მათი მოთხოვნა იყო, რაღაც გარკვეული სივრცე გამოგვეყო, იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ამ კომუნიკაციის შედეგად დღეიდან, რეაბილიტაციის პერიოდში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა კალაძემ.