კალაძე: თუ მძღოლები ავტომობილებს ველობილიკებსა და საავტობუსე ზოლებში გააჩერებენ, დაჯარიმდებიან

252

ჭავჭავაძის გამზირზე დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებმა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ, ასევე მაქსიმალურად გავაფრთხილეთ ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის, „თბილისის პარკინგის” თანამშრომლები ამ რთულ ვითარებაში​ დაჯარიმებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა უნდა იყოს?!, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარკირების წესების დარღვევაზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ხშირია პარკირების წესების დარღვევა, კერძოდ, საავტობუსე ზოლებში ბასლაინებზე, ტროტუარებსადა ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, რაც დედაქალაქში ქაოსს იწვევს. მან ამის დასადასტურებლად ფოტო მასალაც წარმოადგინა.

„იცით, რომ ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებმა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ, ასევე მაქსიმალურად გავაფრთხილეთ ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის, „თბილისის პარკინგის” თანამშრომლები ამ რთულ ვითარებაში​ დაჯარიმებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად შეიკავონ თავი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა უნდა იყოს?! კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა, თუ რა ხდება ამ მიმართულებით ქალაქში: ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერება, „ბასლაინებზე” ავტომობილების გაჩერება და „დაპარკინგება”, ასევე ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, ეს ძალიან ცუდია, არავის არ სიამოვნებს ეს დამოკიდებულება.

ადამიანებს, რომ ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით, მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვცდილობთ კომფორტი შევუქმნათ, არ დავაჯარიმოთ, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებად განუკითხაობა უნდა იყოს დედაქალაქში?! არ არის ეს სწორი დამოკიდებულება”, – განაცხადა კახა კალაძე.

კახა კალაძემ დაავალა მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს, არასწორი პარკირების შემთხვევაში დროული რეაგირება ჰქონდეთ. მან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ კუთხით თანადგომა ექნებათ.