DI: რეგლამენტით პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი უნდა უყაროს

687

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი საქართველო” (DI)  კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით აუცილებლია, პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყაროს.

“ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას; ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა; ამასთან, იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად.”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ კონსტიტუციონალისტები მეათე მოწვევის პარლამენტს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ნაკლები ლეგიტიმაციის ქონას უწინასწარმეტყველებენ.

“საინტერესო პროცესები მას შემდეგ დაიწყება, რაც ოპოზიცია ოფიციალურად იტყვის უარს მანდატებზე და ქართული ოცნების 90 მანდატი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტი იქნას ცნობილი ლეგიტიმურად”, – ამბობს კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი კობახიძის თქმით კი ოპოზიიცის ის წარმომადგენლები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს პარლამენტს ვერ დატოვებენ, რადგან “პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“