კალაძე: პირობას ვდებ, გუშინ დაჯარიმებულ გულშემატკივარს ამ საკითხზე პრობლემა არ შეექმნება

334

წინა სტატია

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ გუშინ, ისტორიული მატჩის გარეთ ყურების გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს და ოჯახს ეს ჯარიმა “ტვირთად არ უნდა დააწვეს” და პირობეას დებს, რომ მას პრობლემა არ შეექმნება.

“გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს. გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას”, – წერს კახა კალაძე.