მერიის პრესსამსახურის თქმით, კალაძე მატჩს ვეტერანი ფეხბურთელის სტატუსით დაესწრო

347

თბილისის მერიის პრესსამსახურმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ ქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართულ მატჩს ვეტერანი ფეხბურთელის რანგში დაესწრო.

“ბატონი კახა იქ არ იმყოფებოდა როგორც ქალაქის მერი. ის იქ იმყოფებოდა როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად. იქ იყო როგორც ნაკრები ყოფილი კაპიტანი, გულშემატკივრობდა ნაკრებს. ყველა ვერ შევიდოდა, თუმცა ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ იქ და ესწრებოდნენ”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ქართველებმა კი მატჩი წააგეს და ევროპის ჩემპიონატის გარეშე დარჩნენ. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.