გოგორიშვილი: თუკი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას მასობრივად შეეცდება სუბიექტები მისი ლეგიტიმურობის საკითხზე ვიმსჯელებთ

645

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ შეზღუდული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ფონზე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით არჩევნების გაყალბებას შეძლებენ.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნების“ მხრიდან არჩევნების მასობრივი გაყალებების შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმურობაზე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტებიც იმსჯელებენ.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ რადგან საერთაშორისო დამკვირვებლები არ ჩამოვიდნენ დიდი რაოდენობით და საკმაოდ შეზღუდულია საერთაშორისო მისიები, მათ რატომღაც აქვთ ილუზია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს აღარ აქვთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში, თითოეულ ოლქში, თითოეულ სოფელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არის ძალიან მარტვივი საშუალებები, რომ ყოველდღიური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დარღვევის შესახებ და პირადად მეც, ჩემი მეგობრებიც და „ევროპული საქართველოს“ ყველა კანდიდატი ვართ ჩართული ამ პროცესში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ყოველდღიურად ვუგზავნით ყველა ფაქტს, ყველა დარღვევას და თუ თქვენ საერთშორისო ორგანიზაციების შუალედური ანგარიშები ნახეთ, ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი უკვე არის ანგარიშში ასახული და რა თქმა უნდა, აისახება საბოლოო ანგარიშშიც. გააჩნია, რა მასშტაბებს გაწვდება „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, თუკი გაყალბებები იქნება ბევრ ადგილას და იქნება მასობრივი არამარტო საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ საარჩევნო სუბიექტებიც ვიმსჯელებთ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე,“- განაცხადა გოგორიშვილმა.