ნადირაშვილი: „ოცნება“ სუს-ს და შსს-ს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

377

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე დღე დარჩა, რის შემდეგაც ის ვეღარ შეძლებს ქვეყნის ჩამოქცევას.

„ფაქტი ერთია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იარაღია. ისინი არ ასრულებენ თავის მთავარ მოვალეობას, კრიმინალთან ბრძოლას, ისინი ჩართულები არიან არჩევნებში და სუს-ით და პოლიციით თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ებრძვიან.

ამას მოჰყვა ინსტიტუტების ჩამოშლა და კრიმინალის აფეთქება. ზუგდიდში რაც მოხდა ძარცვის და ყაჩაღობის პირდაპირი წახალისება იყო.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ამის შემდეგ ის ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას ვეღარ შეძლებს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.