კალაძე: ავტობუსი არ დაიძვრება, თუ ადამიანებს არ ექნებათ პირბადე

357

წინა სტატია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ავტობუსი არ დაიძვრება, თუ ადამიანებს არ ექნებათ პირბადე.

“შეიძლება რაღაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდეს, თუმცა ყველაზე მთავარი არის ჩვენი, ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სიცოცხლე. შესაბამისად, პირბადე არის სავალდებულო ყველგან. ეს არ ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ნებისმიერ დაწესებულებაში, როდესაც შევდივართ, ვესაუბრებით ადამიანებს, აუცილებელია, რომ ვიყოთ აღჭურვილი პირბადით”, — განაცხადა კალაძემ.

ამას გარდა, 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციის დეპარტამენტი მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან პატრულ-ინსპექტორები იქნებიან მობილიზებულები, რომლებიც პირბადეების გაკეთებას და მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.