6 სექტემბერს, 12 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა/დისკუსია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრაზე მოწვეული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
შეხვედრას გაუძღვებიან ექსპერტები – ირაკლი მელაშვილი და ლადო სანიკიძე.
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის მიზანია მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ – რას და რატომ უპირებს თვითმმართველ ქალაქებს ხელისუფლება; ამის შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივთა აზრის მოსმენა/ანალიზი; პრობლემის გამოსავლის მოძებნა და მოსახლეობის პოზიციასთან ერთად მისი ხელისუფლებამდე მიტანა.
პროექტს – “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” – “ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი”, ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-სთან და sknews.ge-სთან ერთად, ფონდის – “ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით ახორციელებს.