ევროპული საქართველო მცხეთა-მთიანეთში ლეიბორისტების კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს მხარს

380

ევროპული საქართველო მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს. პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დუშეთში პარტიის მხარდამჭერებს ბექა ნათელაშვილი წარუდგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, რათა არ გაყოფილიყო ხმები და ამით არ ესარგებლა ბიძინა ივანიშვილს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს.

“ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩევნები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება”, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისის ოლქებში ოპოზიციამ საერთო კანდიდატები წარადგინა, თუმცა რეგიონებში მათ დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტეს.