თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

707

თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის გაფართოებისა და ბეტონის დასხმისათვის საჭირო წინასწარი სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღნიშნული გზის რეაბილიტაციას, რომელიც ამორტიზებული და ვიწრო იყო, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა. პროექტი, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ჯამურად, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი”, – აცხადებს თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი.

აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 650,000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მეკა” ასრულებს.