თბილისში 12-მეტრიან ავტომობუსს შეუძლია გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომობილს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ თბილისში გამონაბოლქვის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა მოძველებულია.
„12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომობილს. ხომ წარმოგიდგენიათ, თუნდაც გამონაბოლქვის თვალსაზრისით, რამდენი პრობლემა მოაქვს 55 ავტომობილს. წლების მიხედვით რომ ვნახეთ, თბილისში ავტომობილების 47%-ი 11-დან 20 წლამდე ასაკისაა; 44% არის 20 წლის ზევით. გამონაბოლქვი ხომ ჩვეი შვილებისთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და შევდივარ საზოგადოების მდგომარეობაში. შემთხვევეით ხომ არ არის ამდენი დაავადებები, პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მათ შორის ბავშვებში, რომელიც ბოლო წლების სტატისტიკით გაზრდილია. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია და ჩვენ ამას აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა კალაძემ.