„ზაფხულის კინოსკოლა“ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში ახალ სეზონს იწყებს. პროექტი ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში კინოსპეციალისტების მივლინებას, სადაც 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები და მოეწყობა დისკუსიები, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ გაიმართება.
წელს პროექტში ჩართულია 15 სოფელი, მათ შორის ხურვალეთის, შუაფხოს, ერგნეთ-მამისაანთუბნის, მეჯვრისხევისა და მერეთის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლები.
„ზაფხულის კინოსკოლა“ პირველად 2015 წელს განხორციელდა ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 2016 წლიდან კი პროექტის მხარდამჭერებს ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპა” შეუერთდა. პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება.
პროექტი აერთიანებს რამდენიმე კომპონენტს:
კინოს პოპულარიზაცია – ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება;
ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა – ფილმის შემდგომი დისკუსიები კინოსპეციალიტის მოდერაციით;
მოზარდების შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება – კინოენის სპეციფიკის გაცნობას და შემოქმედებით პროცესში ჩართულობა მცირე ფილმების გადაღების საშუალებით.