ქვიშხეთის გვირაბში კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობა დროებით შეჩერდა

747

ქვიშხეთში, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს გვირაბში არ უშვებდნენ. აღნიშნულს კი, საქართველოში დაფიქსირებული კორონა ვირუსის გახშირებული შემთხვევებით ხსნიდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის სინფორმაციო ცენტრი წერს.

ფაქტს მუშები აპროტესტებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია და ჯერ-ჯერობით არ იციან, როდის გააგრძელებენ.

“არ შემოხვიდეთ თქვენ, დადიხართ ქუჩაში და შეუძლება კორონა ვირუსი შემოიტანოთ და გადაგვდოთო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი და ყველამ გავაპროტესტეთ, რომ მიხვდნენ რომ სტყუოდნენ, მერე გაჩერდნენ”, – აცხადებს ერთ-ერთი მუშა.

“სს “საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს კომპანია შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, ინჟინერ-კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით, რომელსაც ზედამხედველობს კომპანია – ILF Beratende Ingenieure ZT Gmbh-ის და DB International Gmbh-ის კონსორციუმი.